ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: მიმდინარე
  • ხანგრძლივობა: უწყვეტი
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • დაწყების თარიღი: 8 აპრილი 2021 წელი
  • პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ნინო გელაშვილი

მოკლე მიმოხილვა

(,,ღირებულებითი ელემენტი მდგრადი განვითარებისთვის”)

კონცეფცია ღირებულებები საზოგადოების ის უმნიშვნელოვანესი მორალური მდგენელია, რასაც ემყარება ნებისმიერი სისტემის ეფექტური ფუნქციონირება. ძალიან დიდია მისი როლი ქვეყნის მდგრად განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ხელოვნება, ლიტერატურა ის დარგებია, რომლებშიც პირდაპირ თუ ირიბად გამოკვეთილია ღირებულებათა ვრცელი ჯაჭვი - ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული, თავდადება, ალტრუიზმი, პატრიოტიზმი, დემოკრატია, შემწყნარებლობა, თავისუფლება. ხელოვნება მუდამ ინარჩუნებს იმ ძირითად ნიშან-თვისებებს, რაც ასახავს ერის ხასიათს, გეოპოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ვითარებისა და დროის მოთხოვნების მიუხედავად. პროექტის ,,ღირებულებითი ელემენტი მდგრადი განვითარებისთვის” კონცეფცია ემყარება სწორედ ამ ღირებულებათა ქსელის მეტად წარმოჩენას, მის კვლევასა და პრიორიტეტული ფასეულობების გაამოკვეთას.

ხედვა მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი. ეს კომპონენტები სრულფასოვნად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღირებულებებზე ორიენტირებულ საზოგადოებაში. ძალიან ბევრი ღირებულების ფორმირება და განმტკიცება ხდება ხელოვნების, ლიტერატურის მეშვეობით. შესაბამისად ყოველთვის ინფორმაციულია, რას ეცნობიან ადამიანები და რომელ ფასეულობებს გამოარჩევენ ამ პროცესში. პროექტი ,,ღირებულებითი ელემენტი მდგრადი განვითარებისთვის” ხელოვნებას, ლიტერატურას განიხილავს, როგორც მდგრადი განვითარების ურყევ მორალურ მდგენელს.

მიზანი მსოფლიო ხელოვნებაში, ლიტერატურაში არსებული ღირებულებების წარმოჩენა, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს ამავე ღირებულებებზე დაფიქრებას, მსჯელობას, საჭიროების შემთხვევაში გადაფასებასა და პრიორიტეტების გადანაწილებას. პროექტის ძირითადი სეგმენტი ახალგაზრდები არიან. სახელმწიფოსათვის პროექტის შედეგი იქნება ერთგვარი ორიენტირი, თუ რას კითხულობენ ახალგაზრდები, რომელი ღირებულებებია მათთვის ყველაზე საყურადღებო და რა იპყრობს მათ ყურადღებას.

ამოცანები

• ხელოვნების შეფასება თანამედროვე ჩვენი საზოგადოების ფასეულობების კონტექსტში; 
• ახალგაზრდების შემოქმედებითი რესურსის გამოყენება ფასეულობებისა და ღირებულებების გასაცნობიერებლად;
• იმ ღირებულებების გაანალიზება, რომლითაც ჩვენი საზოგადოება საზრდოობს;
• ღირებულებების მრავალფეროვნების წარმოჩენა და მათი კავშირი ქვეყნის მდგრად განვითარებასთან;
• ჩვენი საზოგადოების ღირებულებების პოპულარიზაცია;
• ღირებულებებზე დაფუნებული სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა;

ქვეპროექტი - ,,გააზიარე ფრაზა ლიტერატურიდან”

ქვეპროექტის სლოგანია ,,გააზიარე ფრაზა ლიტერატურიდან”

ქვეპროექტში მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს შეეძლებათ ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნონ თავიანთი საყვარელი ციტატის ვიდეო ან აუდიო (ხმოვანი) ვერსია. ახალგაზრდები თავისუფალი არიან არჩევანსა და ვიდეოს კრეატულ გადაწყვეტაში. გამორჩეული მასალები აიტვირთება უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის ვებ-გვერდზე და თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი. გაიმართება მსჯელობითი ხასიათის შეხვედრა ქართველ მწერლებთან. პერიოდულად მოხდება შესაბამისი დოკუმენტის ფორმირება, სადაც ქვეპროექტის ეტაპების შედეგები გაანალიზდება.