მიმდინარე 2022 წლის 27 მარტს გაიმართა "უსმას/USMA"-ს პრეზიდიუმის სხდომა.
სხდომაზე ასოციაციის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა ასოციაციის თავმჯდომარემ,
ბესიკ ობოლაძემ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდიუმის წევრები, ასოციაციის სამეცნიერო და საექსპერტო საბჭოების თავმჯდომარეები:
შოთა დოღონაძე და გოჩა ცოფურაშვილი, თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს პრეზიდიუმის წევრებმა: ნუნუ ოვსიანიკოვამ,
ალიკა გუჩუამ, არჩილ ბარბაქაძემ, დავით სიხარულიძემ.
სხდომაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ასოციაციის წევრებმა,
მიმართულებების ხელმძღვანელებმა: დავით ობოლაძემ, თორნიკე ქიმერიძემ, ანა ჯიქიამ, თამარ ახალკაციშვილმა.
სხდომას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი გენადი იაშვილი. სხდომაზე დადებითათად შეფასდა ასოციაციის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობა.
სხდომაზე ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად ერთხმად იქნა არჩეული ასოციაციის წევრი დავით ობოლაძე.