(იხ. ვიდეო)

მიმდინარე წლის 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე პროფესორებს ვლადიმერ პაპავას და ვახტანგ ჭარაიას გადაეცათ პრიზები და სერთიფიკათები (ვრცლად) ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის"პროექტის ,,მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის" კონკურსში თანაავტორობით შექმნილი ნაშრომის გამარჯვებისათვის. გამარჯვებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორებს პრიზები გადასცეს ასოციაციის სამეცნიერო და საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარეებმა : შოთა დოღონაძემ და გოჩა ცოფურაშვილმა.