მიმდინარე წლის 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე პროფესორ ეკა ლეკაშვილს ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" (უსმა/USMA) პროექტით ,,მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის" გათვალისწინებულ კონკურსში გამარჯვებისათვის გადაეცა შესაბამისი პრიზი და სერტიფიკატი. გამარჯვებულს ჯილდო გადასცა ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ.