მიმდინარე წლის 27 აპრილს გაიმართა „სამოქალაქო კომიტეტის“ ვირტუალური სამუშაო შეხვედრა, რომელშიც „უსაფრთხოების სფეროს მკველვართა ასოციაცია“ (უსმა/USMA) იღებდა მონაწილეობას, როგორც სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარე.
„სამოქალაქო კომიტეტის“ ვირტუალური სამუშაო შეხვედრა მისალმების სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ამავე დროს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა - გიორგი ხანიშვილმა. დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე, სამოქალაქო კომიტეტზე და პარტნიორობის პრინციპეპზე ისაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნულმა მენეჯერმა - ნოდარ კერესელიძემ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „სამოქალაქო კომიტეტის“ მემორანდუმის პროექტი წარადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა - ეკატერინე ზვიადაძემ.
„უსაფრთხოების სფეროს მკველვართა ასოციაციის“ (უსმა/USMA) მხრიდან „სამოქალაქო კომიტეტის“ ვირტუალურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი - იოსებ ბუაძე; ასოციაციის პროექტების კოორდინატორი და მონიტორინგის ცენტრის უფროსი - თამარ ახალკაციშვილი.
„უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის“ (უსმა/USMA) სამუშო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე - გოჩა ცოფურაშვილი.
ოფიციალური პორტალი https://summitdialogues.org/