მიმდინარე წლის 16 აპრილს გაიმართა გაეროს სურსათის სისტემების გლობალური სამიტის (UN Food Systems Summit) მოსამზადებელი 3 ეტაპიანი დიალოგის პირველი ეტაპი, რომელზეც ოფიციალურად მოწვეული და წარმოდგენილი იყო ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია" (უსმა/USMA).
გაეროს სურსათის სისტემების გლობალური სამიტი (UN Food Systems Summit) გაიმართება 2021 წლის სექტემბერში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს წევრი ქვეყნები. საქართველოც, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა ჩართულია სამიტის მოსამზადებელ პროცესში. სამიტისათვის მოსამზადებელი დიალოგის მთავარი წარმმართველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დახმარებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) აქტიური ჩართულობით და ისეთი ორგანიზაციების მონაწილეობით, როგორიცაა ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია"( ,,უსმა") იწყებს აქტიურ მზადებას გლობალური სამიტისათვის.
მ.წ. 16 აპრილს გამართულ, გლობალური სამიტის მოსამზადებელი დიალოგის პირველ ეტაპზე ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციიდან" (უსმა/USMA) მონაწილეობდნენ: ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი-იოსებ ბუაძე, ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, პროფესორი დავით სიხარულიძე, ასოციაციის პროექტების კოორდინაციისა და მონიტორინგის ცენტრის უფროსი - თამარ ახალკაციშვილი და ასოციაციის მკვლევარი-დავით ჩიკვაიძე.
,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე - გოჩა ცოფურაშვილი.
ოფიციალური პორტალი https://summitdialogues.org/