ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: მიმდინარე
  • ხანგრძლივობა: უწყვეტი
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • თარიღი: 30 სექტემბერი, 2020 წელი
  • პროექტის თანახელმძღვანელი ანა ჯიქია
  • პროექტის ავტორი ბესიკ ობოლაძე

მოკლე მიმოხილვა

გლობალური პრობლემების გამწვავებამ, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალურ- პოლიტიკური და ა.შ. პრობლემებით განპირობებული ნეგატიური შედეგების ზრდამ, გამოიწვია ერთის მხრივ მდგრადი განვითარების გზების ძიება, მეორის მხრივ მრავალრიცხოვანი და არაერთგვაროვანი გამოწვევებისა და საფრთხეებიდან გამოსავლის პოვნის აუცილებლობა.
ამ ვითარებაში სულ უფრო თვალნათელი ხდება იმის საჭიროება,რომ გამოვლინდეს და დადგინდეს ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას შორის. შესაბამისად ჩნდება მოთხოვნილება კვლევებზე ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა უსაფრთხოების პრობლემები მდგრადი განვითარების პრიზმაში და მდგრადი განვითარების საკითხები უსაფრთხოების კონტექსტში. უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით აუცილებელია კომპლექსური ხასიათის კვლევები.
ზემოთაღნიშნულს მივყავართ იმის აღიარებამდე, რომ საჭიროა უსაფრთხოების სოციალურ-ფილოსოფიური გააზრება მდგრად განვითარებასთან ურთიერთკავშირის კონტექსტში და იმ თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების განსაზღვრა, რომელიც აჩენს პერსპექტივებს უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ერთიანი თეორიის შემუშავებისაკენ.
პროექტის "მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის" ფარგლებში ჩატარებული კონკურსი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოსავლენად, საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ შესწავლილი მასალის ანალიზი, შევაფასოთ და გამოვკვეთოთ იმ საკითხების წრე, რომლებიც უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ერთიან კონტექსტში განხილვას ექვემდებარება.

პროექტის საპროგრამო სფეროები:

ა) მდგრადი განვითარების მიზნებისათვის სამეცნიერო ბაზის განვითარება და განმტკიცება;
ბ) მიმდინარე პროცესებზე სამეცნიერო ცოდნის ამაღლება;
გ) ხანგრძლივვადიანი სამეცნიერო ცოდნის სრულყოფა;
დ) სამეცნიერო პოტენციალისა და შესაძლებლობების განვითარება.

პროექტი მოიცავს 2 ეტაპს:

I-ეტაპი: კონკურსი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოსავლენად მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზიციისათვის, უსაფრთხოებისა და განვითარების კონტექსტში.
I -ეტაპის მიზანი: განისაზღვროს ჩვენთან არსებული სამეცნიერო ცოდნის დონე, მოთხოვნილებები და პრიორიტეტები კვლევების ჩასატარებლად
I-ეტაპზე გათვალისწინებულია აგრეთვე უსაფრთხოების თემებზე არსებული ნაშრომების სისტემატიზაცია და ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა.
II-ეტაპზე ჩვენი ამოცანაა ისეთი კვლევები, სადაც გაანალიზებულია სექიურიტიზაციის პრობლემა და პროცესი უსაფრთხოებისა და განვითარების ურთიერთკავშირის კონტექსტში, აგრეთვე უსაფრთხოების ცნების არსის გააზრების გაფართოვება და გარდაქმნა დისციპლინათშორის-გლობალურ ასპექტებში.
II-ეტაპის მიზანი - უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირის თავისებურებების სოციალურ-ფილოსოფიური ანალიზი.


თბილისის განვითარების გენერალური გეგმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნაწილის პრეზენტაცია პარლამენტში 17.10.2017 წ.(ავტორი-ბესიკ ობოლაზე)


თბილისის განვითარების გენერალური გეგმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს პარლამენტში, რომელიც წარმოადგინა ავტორმა ბესიკ ობოლაძემ. განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ,,სიტი ინსტიტუტის" (თბილისი განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე ,,სიტი ინსტიტუტი" მუშაობდა) გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე, ,,სიტი ინსტიტუტის" წარმომადგენლები, მერაბ ბოლქვაძე, გოგი აბაშიძე.

ბესიკ ობოლაძე, ედუარდ შევარდნაძე
რუსთაველის ძეგლის გახსნა მარნეულში. 1995 წელი.



(უსაფრთხოების სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ)


"საქართველო ნაცნობი და დღემდე უცნობი საფრთხეების ჭრილში"

2002 წლის სექტემბერი, N116 გაზეთ 24 საათში გამოქვეყნებული კონკრეტული სტატია იხილეთ აქ.
2002 წლის სექტემბერი, N116 გაზეთი 24 საათი - სრული ნომერი იხილეთ აქ.