ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: მიმდინარე
  • ხანგრძლივობა: უწყვეტი
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • დაწყების თარიღი: 1 აგვისტო 2021 წელი
  • პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი:

მოკლე მიმოხილვა

კონცეფცია და ხედვა

საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე უსაფრთხოების გაგების დეტერმინიზება ხდებოდა კონკრეტული კულტურულ-ისტორიული სიტუაციიდან, ადამიანთა ცხოვრების წესითა და გაბატონებული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.
ისტორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყოველი ფილოსოფიური მიმართულება, იყენებდა რა საკუთარ გნოსეოლოგიურ და ლოგიკურ კრიტერიუმებს უსაფრთხოების შეფასებისათვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცოდნას ავსებდა სპეციფიკური შინაარსით, რაც განპირობებული იყო კულტურულ-ისტორიული სიტუაციით და გაბატონებული მსოფლმხედველობით.
საზოგადოების განვითარების კვალობაზე სახეზეა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცოდნის გაფართოება, რაც განპირობებულია საფრთხეების ზრდით და მათი ხარისხობრივი მახასიათებლების გართულებით.
დღეისათვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო თეორიული ცოდნა ყალიბდება სხვადასხვა მეცნიერებების (ტექნიკური, ჰუმანიტარული, იურიდიული, ეკოლოგიური, სოციალური და ა.შ.) კვლევების არეალში.
ტექნიკური მეცნიერება სწავლობს უსაფრთხოებას ტექნოგენურ სფეროში, აგრეთვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
იურიდიული მეცნიერება დაკავებულია იმ ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებითა და დანერგვით, რომლებიც რეგულირებას უკეთებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის.
ეკოლოგიური მეცნიერება სწავლობს ეკოლოგიური საფრთხეების წყაროებს, აგრეთვე შესაძლებლობებსა და გზებს ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების გადასაწყვეტად.
ჰუმანიტარული მეცნიერება იკვლევს პიროვნების უსაფრთხოებას საზოგადოებრივი ურთიერთობების კონტექსტში, იმ თემებს, რომლებიც უზრუნველყოფს პიროვნების ძირითადი უფლებების თანამედროვე ეპოქის ადეკვატურ გაგებასა და რეალიზაციას.
სოციალური ცოდნის ფარგლებში შეისწავლება რისკის სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ემუქრება პიროვნებას და საზოგადოებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
დღეისათვის მდგრადი განვითარების პერსპექტივების შეფასებაში ჩამოყალიბდა ალტერნატიული ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობითი მიდგომები, რომელთა ფორმირება ხდებოდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პოზიტიური ან ნეგატიური შეფასების საფუძველზე, აგრეთვე განწყობებით, რომლებიც დაკავშირებულია ეკოლოგიურ პრობლემებთან, ბირთვული ომის საფრთხესთან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან, ბიოსფეროს შენარჩუნებასთან და ა.შ.
უკიდურესი რადიკალიზმი ზემოთაღნიშნულ პოზიციებში არ წყვეტს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას, როგორც წინაპირობას მდგრადი განვითარებისათვის.
იმის მიუხედავად, რომ უსაფრთხოების პრობლემა ზოგადად ატარებს საერთო სამეცნიერო ხასიათს, თანამედროვე კრიზისული პირობები საზოგადოების ცხოვრებაში აყენებს აუცილებლობას უსაფრთხოების კომპლექსური თეორიის შემუშავებისათვის, რომელიც ორიენტირებული იქნება მდგრად განვითარებაზე.
უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება განაპირობებს არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში კომპლექსური კვლევების აუცილებლობას.
უსაფრთხოების პრობლემების კვლევა მდგრადი განვითარების კონტექსტში საშუალებას იძლევა ახლებურად გააზრებული იქნას უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები და საშუალებები, საზოგადოების წარმატებული გადასვლის შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისაკენ.
იმ პირობებში, როდესაც არ არის მკაფიო ფილოსოფიური, სამეცნიერო კონცეფციები მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების ერთობლივი მოდელისა, აქტუალურია ამ სფეროში კვლევები.
საზოგადოების შესვლა რისკების ამაღლებული გენერირების სტადიაში მოითხოვს უსაფრთხოების საერთო თეორიის შემუშავებას, რომელიც შეასრულებს განმსაზღვრელ როლს მდგრადი განვითარების პირობების ჩამოყალიბებისათვის.
შექმნილი სიტუაცია აქტუალიზებას უკეთებს მდგრადი განვითარების პროცესის უსაფრთხო პირობების განმსაზღვრელი პრაქტიკული უზრუნველყოფის თეორიული საფუძვლების ფილოსოფიური ანალიზის ამოცანას.
ზემოთაღნიშნული განაპირობებს უსაფრთხოების სოციალურ-ფილოსოფიური ანალიზის აუცილებლობას მდგრადი განვითარების კონტექსტში და იმ თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების განსაზღვრას, რომელიც ქმნის პერსპექტივას უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საერთო თეორიის შემუშავებისათვის

კვლევის მიზანი

უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირის თავისებურებების სოციალურ-ფილოსოფიური ანალიზი.

კვლევის საგანი

უსაფრთხოება,როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორი.

კვლევის ობიექტი

საზოგადოების უსაფრთხო განვითარება.

ამოცანები

• გამოიკვეთოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცოდნის წინაპირობები მითოლოგიაში, ფილოსოფიაში;
• გამოვლინდეს სპეციფიკური სოციალ-ფილოსოფიური შინაარსი ისეთი კატეგორიებისა, როგორიცაა ,,საფრთხე" და ,,უსაფრთხოება";
• გამოიკვეთოს უსაფრთხოების ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და აქსიოლოგიური ასპექტები;.
• გამოიკვეთოს უსაფრთხოების სპეციფიკური თავისებურებები მდგრადი განვითარების ფაქტორების სისტემაში.

ასევე თემასთან დაკავშირებით იხილეთ მასალა

პროექტი:"უსაფრთხოების ფილოსოფიური გააზრებისათვის..."

უსაფრთხოების ფილოსოფიური საფუძვლების გაანალიზების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოხდეს საერთო სამეცნიერო წარმოდგენების ფორმირება ისეთ რთულ სოციალურ მოვლენასთან მიმართებაში, როგორიცაა რთული სისტემების უსაფრთხოება.
(იხილეთ ვრცლად)


ვებინარი თემაზე: ,,უსაფრთხოების ფილოსოფია"


მიმდინარე წლის 5 ივნისს 21 საათზე ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის"(უსმა/ usma) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: ,,უსაფრთხოების ფილოსოფია". ღონისძიების მოდერატორია ასოციაციის თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ობოლაძე, სპიკერები: მამია (მამუკა) სურმავა - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ნინო შუკვანი - პოლიტიკის ფილოსოფოსი.
(იხილეთ ვრცლად)


(ვებინართან დაკავშირებით იხილეთ ვიდეო)