21-ე საუკუნეში მათემატიკა, მათემატიკური მოდელირება სულ უფრო და უფრო მეტად ხდება თანამედროვე მეცნიერების, მათ შორის ჰუმანიტარულის აუცილებელი კომპონენტი.
არ არის გამონაკლისი იურიდიული სფეროც.'
იურიდიული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება ნორმატიულ-სამართლებრივი, სტატისტიკური, კრიმინოლოგიური და ა.შ. ინფორმაციის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდით, რომლის ანალიზისთვისაც დღის წესრიგში დგება კვლევების მათემატიკური მეთოდები.
იურისპუდენციასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფოებრივი მართვა, სამართლებრივი სტატისტიკა და ა. შ. დაკავშირებულია რაოდენობრივ პარამეტრებთან , რომლებიც ეხება სამართლებრივი რეგულირების რაოდენობრივ შეფასებას.
ამა თუ იმ მათემატიკური მეთოდის გამოყენებას იურიდიულ მეცნიერებაში თუ სხვა არამათემატიკურ მეცნიერებაში უნდა გააჩნდეს საფუძველი და პასუხობდეს შესაბამის მოთხოვნებს. უსაფრთხოების სფეროს სამართლებრივ პრაქტიკაში საქმე გვაქვს არა მარტო ობიექტური, არამედ სუბიექტური ხასიათის მოვლენებთან, რომელთა ფორმულირება შეუძლებელია მათემატიკის პრიზმაში.
21-ე საუკუნეში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა უსაფრთხოებისათვის. დანაშაული, რომელიც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით არ შემოიფარგლება კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიებით და მხოლოდ კომპიუტერული დანაშაულით. დაინტერესებული მხარე ახდენს ე.წ. ,,უკონტაქტო" დანაშაულს დისტანციური წვდომით. ამგვარ პირობებში მნიშვნელოვნად მცირდება ტრადიციული ტრასოლოგიური კვალის მოცულობა და წარმოიქმნება დანაშაულის ციფრული კვალი. ინფორმაციული ტელეკომუნიკაციური შესაძლებლობების გლობალიზაცია მიუთითებს ამ პრობლემის საერთაშორისო, ტრანსნაციონალურ ხასიათზე და ამ მიმართულებით კვლევების წარმოების აუცილებლობაზე.
დღის წესრიგში დგება მოთხოვნა ისეთი სამართალდაცვითი და უსაფრთხოების სისტემის ფორმირებისათვის, რომელიც წინ აღუდგება ციფრული ტექნოლოგიების დანაშაულებრივი გამოყენებით წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს.
ამგვარად, საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გადადგას სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ნაბიჯები ინფორმაციული დანაშაულის არდაშვების, გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების თვალსაზრისით.
მიზანი
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის სხვადასხვა
აქტუალურ საკითხებზე ისეთი სამართალდაცვითი და უსაფრთხოების სისტემის
ფორმირების მხარდასაჭერად, რომელიც წინ აღუდგება ციფრული ტექნოლოგიების
დანაშაულებრივი გამოყენებით წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს.
• თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავების ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებსა და ასოციაცია „უსმა/USMA“–ს შორის;
• სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
ასევე თემასთან დაკავშირებით იხილეთ მასალა
უსაფრთხოების ფილოსოფიური საფუძვლების გაანალიზების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოხდეს საერთო სამეცნიერო წარმოდგენების ფორმირება ისეთ რთულ სოციალურ მოვლენასთან მიმართებაში, როგორიცაა რთული სისტემების უსაფრთხოება.
(იხილეთ ვრცლად)
2021 წლის 5 ივნისს 21 საათზე ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის"(უსმა/ usma) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: ,,უსაფრთხოების ფილოსოფია". ღონისძიების მოდერატორია ასოციაციის თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ობოლაძე, სპიკერები: მამია (მამუკა) სურმავა - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ნინო შუკვანი - პოლიტიკის ფილოსოფოსი.
(იხილეთ ვრცლად)