მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ანალიზის სირთულეები უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროებისათვის განპირობებულია მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი თავისებურებებით:
- მათში მიმდინარე პროცესებისა და მათი ურთიერთკავშირის მრავალასპექტურობა;
- საკმარისი შინაარსობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის არარსებობა პროცესის დინამიკასთან მიმართებაში;
- პროცესის ხასიათის არაპროგნოზირებადი ცვალებადობა დროში და ა.შ.
ზემოთაღნიშნული და აგრეთვე მთელი რიგი სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, ასეთი სისტემები შეფასებულია, როგორც ნაკლებ სტრუქტურირებული და მათი ანალიზისა და მართვისათვის გამოიყენება კოგნიტური მიდგომები, რომლებიც გვეხმარება ,,დავინახოთ" და ,,გავიაზროთ" მოვლენათა განვითარების ლოგიკა მრავალაქტორულ და რთულ (ბევრ შემთხვევაში წინააღმდეგობრივ) ფაქტორთა ურთიერთკავშირისა და დინამიკის პირობებში.
იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებები, საჭიროა ვუპასუხოთ მთელ რიგ კითხვებს: ,,რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავაუმჯობესოთ სიტუაცია?", ,,როგორ შეიცვლება სიტუაცია თუ არაფერს შევცვლით?" და ა.შ.
ასეთ კითხვებზე, რომ წარმატებით ვუპასუხოთ დაგვეხმარება კოგნიტურ მიდგომებზე დაფუძნებული მოდელირება, რომლის გამოყენების სპეციფიკა მდგომარეობს მის ორიენტირებულობაში სიტუაციის განვითარების კონკრეტულ მოცემულობებზე ამა თუ იმ რეგიონში, ქვეყანაში, სფეროში და ა.შ.
კოგნიტური მოდელირების უმთავრესი ელემენტია ,,კოგნიტური რუკა", რომელიც ასახავს სიტუაციაზე მოქმედ ფაქტორებსა და მათ რთულ ურთიერთკავშირს. ,,კოგნიტური რუკა" ასახავს მხოლოდ ფაქტს ფაქტორების ერთმანეთზე ზემოქმედების შესახებ. მასში არაა ასახული არც ამ ზემოქმედების დეტალური ხასიათი, არც სიტუაციის ცვლილებიდან გამომდინარე სხვა თანმდევი ცვლილებების დინამიკა და სიტუაციაზე ზემოქმედების ფაქტორებში ცვლილებები და ა. შ.
ფაქტორების ურთიერთქმედება შეიძლება იყოს დადებითი/უარყოფითი -გადიდება/შემცირება ერთ-ერთი ფაქტორისა იწვევს შემცირება/ გაზრდას მეორე ფაქტორისა.
(შენიშვნა:
იმისათვის, რომ განისაზღვროს ურთიერთგავლენის დონე გამოიყენება ციფრული მნიშვნელობა ინტერვალში {0;1}: ,,ძალიან სუსტი" -0,1; ,,ზომიერი" -0,3; ,,არსებითი"-0,5; ,,ძლიერი"-0,7; ,,ძალიან ძლიერი"-0,9);
იმისათვის, რომ შევადგინოთ კოგნიტური მოდელი საჭიროა:
- მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოკვეთა;
- ურთიერთგავლენის/ურთიერთზემოქმედების მატრიცის შედგენა;
- ფაქტორების ცვლილების საწყისი ტენდენციები, დინამიკაში ცვლილებები და ა.შ.
- გამოიკვეთოს ფაქტორთა ერთობლიობაში ,,წარმართველი" და ,,დაკვირვებათა" ფაქტორები.
კოგნიტური სტრუქტურიზაცია შეიძლება განხორციელდეს PEST-ანალიზისა და SWOT-ანალიზის მეშვეობით.
(შენიშვნა: საბაზისო ფაქტორების შერჩევა ხდება PEST-ანალიზის მეშვეობით, რომელიც გამოკვეთს ფაქტორების 4 ძირითად ჯგუფსა და სფეროს, რომლებიც განსაზღვრავენ საკვლევი ობიექტის ქცევას: Policy-პოლიტიკა, Economi-ეკონომიკა, Sociiety-საზოგადოება (სოციოკულტურული ასპექტი), Technology-ტექნოლოგია).
Pest-ანალიზი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სისტემური ანალიზის ვარიანტი, იმდენად, რამდენადაც ფაქტორები, რომელიც ეკუთვნის ჩამოთვლილ 4 სფეროს, საერთო სახით მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და მისთვის დამახასიათებელია გარკვეული იერარქიული დონეები. ამ სისტემაში არის დეტერმინებული კავშირები (იერარქიის ქვედა დონეებიდან ზედა დონეებისაკენ), აგრეთვე ერთმანეთთან მიმართებაში (მაგ. მეცნიერება და ტექნოლოგია გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ეკონომიკა გავლენას ახდენს პოლიტიკაზე), ასევე უკუკავშირი და სხვადასხვა დონეებს შორის კავშირი.
კვლევის მიზანი
ნაკლებსტრუქტურირებული სისტემები მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების პრიზმაში, კოგნიტური მოდელირების გზით;
• მოვახდინოთ სიტუაციის თავისთავადი განვითარების მოდელირება (ვუპასუხოთ კითხვას: ,,რა მოხდება, თუკი შევინარჩუნებთ/ შენარჩუნდება ფაქტორების ცვლილების მიმდინარე ტენდენცია?");
• მოვახდინოთ სიტუაციის განვითარებაზე მართვადი გავლენის შედეგად მიღებული სიტუაციის მოდელირება (ვუპასუხოთ კითხვას: ,, რა იქნება, თუკი ვეცდებით მოვახდინოთ სასურველი ზემოქმედება?");
• მოვძებნოთ საჭირო მართვა, (ვუპასუხოთ კითხვას: ,, რა მმართველობითი/ წარმმართველი ზემოქმედება უნდა მოვახდინოთ, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი).
- იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ახასიათებენ პრობლემურ სიტუაციას, სისტემის განვითარებას;
- ფაქტორებს შორის კავშირის გამოვლენა. ფაქტორებს შორის ზემოქმედებისა და უკუკავშირის მიმართულებების განსაზღვრა;
- გავლენის/ზემოქმედების ხასიათის განსაზღვრა (დადებითი, უარყოფითი);
- ფაქტორების ურთიერთქმედების ძალა (სუსტი, ძლიერი);
- სისტემის კოგნიტური მოდელის აგება;
- კოგნიტური მოდელირება.
ასევე თემასთან დაკავშირებით იხილეთ მასალა
უსაფრთხოების ფილოსოფიური საფუძვლების გაანალიზების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოხდეს საერთო სამეცნიერო წარმოდგენების ფორმირება ისეთ რთულ სოციალურ მოვლენასთან მიმართებაში, როგორიცაა რთული სისტემების უსაფრთხოება.
(იხილეთ ვრცლად)
2021 წლის 5 ივნისს 21 საათზე
,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის"(უსმა/ usma) ორგანიზებით
გაიმართა ვებინარი თემაზე: ,,უსაფრთხოების ფილოსოფია".
ღონისძიების მოდერატორია ასოციაციის თავმჯდომარე,
მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ობოლაძე, სპიკერები: მამია (მამუკა) სურმავა - ფილოსოფიის დოქტორი,
პროფესორი; ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო შუკვანი - პოლიტიკის ფილოსოფოსი.
(იხილეთ ვრცლად)