მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში ინოვაციური უსაფრთხოება განიხილება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
მიუხედავად აღნიშნულისა ინოვაციური უსაფრთხოება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი სახე ნაკლებადაა შესწავლილ.
არ არსებობს ცნების - „ინოვაციური უსაფრთხოება", ერთგვაროვანი განმარტება.
ერთი მიდგომით, იგი გათანაბრებულია სამეცნიერო - ტექნიკურ უსაფრთხოებასთან და იგულისხმება სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ისეთი უსაფრთხოების მიღწევა,
რომელიც შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამ მიდგომით საგრძნობლად ვიწროვდება ცნება „ინოვაციური უსაფრთხოების " შინაარსი.
მეორე განმარტებით „ინოვაციური უსაფრთხოება" განისაზღვრება ფართოდ - როგორც ეროვნული უსაფრთხოების სახე წარმოების,
სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროებში. გამოიყენება ასევე ტერმინი - „ტექნოლოგიური უსაფრთხოება".
მიზანშეწონილია „ინოვაციური უსაფრთხოება" განვიხილოთ, როგორც კომპლექსური ეროვნული უსაფრთხოების დამოუკიდებელი სახეობა.
ამასთან ერთად საჭიროა „ინოვაციური უსაფრთხოება" განხილულ იქნას მჭიდრო კავშირში სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, საწარმოო და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან.
„ინოვაციური უსაფრთხოების“ დონე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უსაფრთხოების ზემოთაღნიშნულ სფეროებზე. თავის მხრივ
„ინოვაციური უსაფრთხოება" გავლენას ახდენს სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, საწარმოო და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
„ინოვაციური უსაფრთხოება" პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან.
„ინოვაციური უსაფრთხოების" განხილვისას უნდა გამოვიდეთ იმ გარემოებიდან, რომ ზოგადად ინოვატიკა, ინოვაციები და ინოვაციური საქმიანობის სპეციფიკა
გვევლინება როგორც საკვანძო ფაქტორი თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა. იგი აქტიურ გავლენას ახდენს მეცნიერების, ტექნიკის, თანამედროვე
ტექნოლოგიების, წარმოების და საერთოდ ეკონომიკის განვითარებაზე. „ინოვაციური უსაფრთხოება" პირდაპირ კავშირშია ,,ინოვაციურ სისტემასთან"., რომელშიც
ასახულია ქვეყნის ინოვაციური განვითარების დონე. ცნება „ინოვაციური სისტემის" ქვეშ განიხილება ერთობლიობა ურთიერთდაკავშირებული სოციალური ინსტიტუციებისა
და ორგანიზაციებისა, რომელთაც გააჩნიათ უნარი გარდაქმნან/გადააქციონ ცოდნა ახალი სახეობის/სახის კონკურენტუნარიან მომსახურებად/პროდუქტად მკვეთრი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიღწევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით „ინოვაციური უსაფრთხოება „უნდა განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოს უნარი უზრუნველყოს ისეთი განვითარება
„ინოვაციური სისტემისა", რომელიც აუცილებელია ქვეყნის სტაბილური და დინამიური სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციონირებისათვის, მისი კეთილდღეობის
ამაღლებისათვის, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის, ეკონომიკური და ტექნოლოგიური წინსვლისათვის.
ამგვარად „ინოვაციური უსაფრთხოება" განიხილება, როგორც ქვეყნის კომპლექსური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ცალკე სახეობა.
- კომპლექსური ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში „ინოვაციური უსაფრთხოების", როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი სახეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ხელშეწყობა;
(შენიშვნა: ამოცანები გამოიკვეთება მ.წ. 6 თებერვლის კონფერენციისა და შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე)