ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: დაგეგმილი
  • ხანგრძლივობა: 3-6 თვე
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • თარიღი:

მოკლე მიმოხილვა

მიზანი: უსაფრთხოების სხვადსხვა ასპექტებზე ერთიანი საძიებელი ელექტრონული კატალოგის შექმნა.

პროექტი გულისხმობს უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე კვლევების, სტატიების სისტემატიზაციას და ერთიანი საძიებელი ელექტრონული კატალოგის შექმნას. შემუშავდა შესაბამისი ალგორითმი და სპეციალური პროგრამა. გამოიკვეთა პროექტის მთავარი მიზანი: ეროვნული ინტერესების დაცულობა მდგრადი განვითარების კონტექსტში. ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციით განსაზღვრულ ეროვნული ინტერესების ჩამონათვალში თითოეულს მიენიჭა თავისი შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი. იგივე გაკეთდა მდგრადი განვითარების 17-ივე მიზანთან მიმართებაში. [იხ. სქემა]

ეროვნული იტერესების დაცულობა არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსი. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიიღწევა ეროვნული ინტერესების დაცვით. ვინაიდან საფრთხეებში (რისკებში, გამოწვევებში) იგულისხმება ეროვნული ინტერესების რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოებები (ქმედებები, მოვლენები და პროცესები ან მათი ერთობლიობა) პირველ რიგში საჭიროა მათი იდეტიფიცირება. ეს გონებრივი პროცესია ,რომლის შედეგად უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: რატომ წარმოადგენს ეს თუ ის ქმედება, მოვლენა, პროცესი ან მათი ერთობლიობა საფრთხეს...ეროვნული ინტერესებისათვის. აღნიშნულიდან გამოიკვეთა პროექტის მიზნები დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან,ეროვნული უსაფრთხოების უსრუნველყოფასა და სისტემასთან. თითოეულს ასევე მიენიჭა თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი და თითოელი დაკონკრეტდა ქვემიზნებად შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრებით [იხ.სქემა ]

ელექტრონული კატალოგისათვის გათვალისწინებული თითოეული ნაშრომი ზემოთაღნიშნული და სხვა ინდიკატორების მეშვეობით ექცევა ერთიან საძიებო სისტემაში.