ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: დაგეგმილი
  • ხანგრძლივობა: 6-12 თვე
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • თარიღი:

მოკლე მიმოხილვა

მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს რთული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების ფართო სპექტრს. განათლებას, კვლევებს, ინოვაციებს, ლიდერობას ენიჭება დიდი მნიშვნელობა ამ გამოწვევების გადალახვაში. უნივერსიტეტები ქმნიან და ავრცელებენ რა ცოდნას, იკავებენ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს მდგომარეობას. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არცერთი მდგრადი განვითარების მიზანი.

არ შეიძლება მიღწეულ იქნას უნივერსიტეტების გარეშე. განათლებისა და კვლევების მნიშვნელობა მკაფიოდაა აღნიშნული მდგრადი განვითარების მიზნებში, ხოლო უნივერსიტეტები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო და კვლევით ამოცანებში. მაგრამ უნივერსიტეტების როლი მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციაში გაცილებით დიდია, იმდენად რამდენადაც მათ შეუძლიათ შეიტანონ გარკვეული წვლილი არა მარტო მდგრადი განვითარების ცალკეული მიზნების შესრულებასთან მიმართებაში, არამედ გამოვიდეს მთლიანობაში ,,დღის წესრიგი-2030’’-ის პრაქტიკაში დანერგვის მხარდამჭერად.

მდგრადი განვითარების გამოწვევებთან მიმართებაში მუშაობა მოითხოვს ახალ ცოდნას, პრობლემების გადაწყვეტის ახალ საშუალებებს, ალტერნატიულ ვარიანტებს შორის რთული არჩევანის გაკეთებას, ზოგიერთ შემთხვევაში ფართო გარდაქმნებს. სწორედ ამ მიზნებს ისახავდა ასოციაციის პროექტი ,,მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის“, რომლის შედეგები ქმნის წინაპირობებს ასოციაციის ახალი პროექტის "უნივერსიტეტებთან ერთად მდგრადი განვითარებისათვი" რალიზაციისათვის.

უნივერსიტეტები არის ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი პროგრესის ბიძგის მიმცემი იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ეწევიან სამეცნიერო -კვლევით საქმიანობას, ახდენენ სამეცნიერო აღმოჩენებს, ქმნიან ახალ ცოდნას. ისინი იზიდავენ და ავითარებენ ტალანტებს, სტიმულირებას უკეთებენ კრეატიულობა. უნივერსიტეტების როლი უმნიშვნელოვანესია რათა დახმარება გაეწიოს გლობალურ თანამეგობრობასაც, რათა გააზრებულ იქნას გამოწვევები, შესაძლებლობები და ურთიერთკავშირი მდგრადი განვითარების მიზნებისა, იმ მიზნით, რომ შემუშავდეს და დაინერგოს ახალი გადაწყვეტილებები, გაანალიზდეს გარდაქმნის პოლიტიკისა და ტრაექტორიის ახალი ღონისძიებები, აგრეთვე მოხდეს პროგრესის მონიტორინგი.

"დღის წესრიგი 2030"-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომ იგი საშუალებას იძლევა შეიქმნას მოქმედების საერთო ფართო ჩარჩო პროგრამა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ორიენტირებულია საერთო ინტერესებზე. ეს საშუალებას აძლევს ჩვენ ასოციაციას ითანამშრომლოს ყველასთან, უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორც სამეცნიერო კვლევების სფეროში, ასევე განათლების სფეროში. აგრეთვე, აღნიშნული ჩარჩო პროგრამა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს საერთო ინტერესები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, რაც საშუალებას იძლევა დამყარდეს პარტნიორული კავშირები, განვითარდეს თანამშრომლობა და დაინერგოს ინოვაციები, ამაღლდეს ცნობიერება.

მიზანი : - უნივერსიტეტებისათვის მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციისათვის კვლევით საქმიანობაში ხელშეწყობა კვლევების ახალი სფეროების გამოკვეთისა და ახალი მიდგომების შემუშავების გზით;

- მრავალმხრივი ფართო კვლევებით, ასოციაციის პროექტ ,,მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის’’ შედეგების ანალიზის გათვალისწინებით განისაზღვროს ბუნებრივი, სოციალური და ეკონომიკური სისტემების ურთიერთკავშირის ისეთი პროცესები, რომლებიც ფორმირებას უკეთებენ მდგრადი განვითარების პრობლემებს და მოძიებულ იქნას მათი გადაწყვეტის გზები;

- შემუშავდეს დისციპლინათშორისი მიდგომები,რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინებსა და ცოდნის ტიპებს, რათა გაანალიზდეს რთული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების ყველა ასპექტი;

- დაეხმაროს უნივერსიტეტებს შესაბაბისი პროგრამების საფუძველზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში

ამოცანები : -დაეხმაროს უნივერსიტეტებს კვლევებისა და კვლევითი პოტენციალის შეფასებაში მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში, განსაზღვროს საუკეთესო მიგნებები;

- დაეხმაროს უნივერსიტეტებს შესაბაბისი პროგრამების საფუძველზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში;

- განსაზღვროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული კვლევითი პრიორიტეტები და სტიმულირება გაუწიოს აკადემიურ პერსონალს;

- დაეხმაროს მკვლევარებს მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში მათი კვლევების შედეგების შეფასებაში;

- რეგულარულად მოახდინოს ინფორმირება უნივერსიტეტების კვლევების შედეგების წვლილზე მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციაში;

- დაეხმაროს უნივერსიტეტებს ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაში მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში.