("ახალგაზრდა მკვლევართა პარლამენტი")
კონცეფცია - "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" - გულისხმობს ხარისხიანი განათლების მეშვეობით საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ქვეყნების გაძლიერებას, რათა მათ ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას სტრატეგია არაა მიმართული მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობაზე და მისი უმთავრესი მიზანია მდგრადი, მომავალზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება. მდგრადი სწავლების მიზანი ახალ თაობაში იმ უნარების განვითარების ხელშეწყობაა, რომელიც საკითხის კომპლექსურ მიდგომასა და სისტემურ გააზრებაში დაეხმარება. სისტემური აზროვნებისას ადამიანი განიხილავს სისტემას როგორც ერთ მთლიანობას, არ ორიენტირდება ერთ კონკრეტულ კომპონენტზე, ამის ნაცვლად ის საკითხს სიღრმისეულად აღიქვამს და აანალიზებს, რისი მაგალითიც, მოცემულ შეთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ადამიანის კეთილდღეობის ასპექტების თანაბრად გათვალისწინებაა. სტრატეგიის მიხედვით დაინტერესებულ პირებად ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო და საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციები, აკადემიური დაწესებულებები, მედია და ბიზნესორგანიზაციები სახელდებიან. მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი სწორედ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას გულისხმობს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სტრატეგიით განსაზღვრული ქმედებების სრულყოფილი განხორციელება უზრუნველყოს.
ხედვა - სტრატეგიის - „განათლება მდგრადი განვითარებისათვის (2018-2022 წწ.)“ - განხორციელების შედეგად საქართველოს მოსახლეობას გააჩნია შესაბამისი უნარები და მოტივაცია ისეთ საზოგადოებად ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
მისია -"განათლება მდგრადი განვითარებისათვის (2018-2022 წწ.)" სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს საზოგადოების მდგრადი განვითარების პროცესში ინტეგრაციას საგანმანათლებლო თუ ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებებით.
მიზანი - სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის - "განათლება მდგრადი განვითარებისათვის (2018-2022 წწ.)" - მდგრადი განვითარების პროცესის ხელშეწყობა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებით, რომელსაც: აქვს ცოდნა მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ, ფლობს შესაბამის უნარებ-ჩვევებს მათ დასანერგად, გააზრებული აქვს თითოეული ქმედება და გააჩნია შესაბამისი ფასეულობები, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ინდივიდის მოტივაციის ზრდასა და ჩართულობას მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში.
პროექტის "ახალგაზრდა მკვლევარები-საკანონმდებლო ორგანოსათვის" მიზანია:
- ,,განათლება მდგრადი განვითარებისთვის”- სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018-2022 წლებისათვის-რეალიზაციაში ხელშეწყობა.
- უნივერსიტეტების "მესამე მისიაში" ხელშეწყობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა მოდელები.
უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.
პროექტის შედეგად შესაძლებელია უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებაში ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ,,განათლება მდგრადი
განვითარებისათვის“’კონტექსტში პროექტ ,,ახალგაზრდა მკვლევარები-
საკანონმდებლო ორგანოსათვის“ ამოცანებია:
- კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესისა და ფიზიკური გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანაში ხელშეწყობა;
- აკადემიური სფეროსა და საზოგადოების მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელსაც საბოლოო ჯამში საზოგადოების განითარებისკენ მივყავართ;
უნივერსიტეტის ფუნდამენტური ფუნქცია, სწავლა-სწავლებასა და კვლევასთან ერთად, საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ეს შესაძლებელია მრავალმხრივად იყოს გამოხატული: ცოდნის ტრანსფერი, ექსპერტიზა, ასევე გარემოს დაცვის ღონისძიებები და ბევრი სხვა
- საზოგადოების ინფორმირება მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის გამოყენებით.
-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ადამიანის ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და მომზადება; ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული შესაძლებლობების განვითარება.
გადაწყავეტილების მიღებასა და დაგეგმვის პროცესში ინტერსექტორული ასპექტების გათვალისწინება.
- კოორდინაციის უზრუნველყოფაში ხელშეწყობა სტრატეგიის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად:
მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროული მიმოცვლა, საუკეთესო გამოცდილების
გაზიარება, სტრატეგიის მუშაობის პროცესში ხარვეზების აღმოჩენა, კომუნიკაცია და სისტემის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს კოორდინაციას სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებს შორის.
პროექტის ,,ახალგაზრდა მკვლევარები საკანონმდებლო ორგანოსათვის“ ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი, ხელს შეუწყობს ,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ პროგრამებთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინაციას, განავითარებს უწყებებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის (2018-2022 წწ.) - ფარგლებში.
-პროექტის ,,ახალგაზრდა მკვლევარები საკანონმდებლო ორგანოსათვის“ფარგლებში პლატფორმის-განათლება მდგრადი განვითარებისთვის შექმნა.
,, პლატფორმა - განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ - საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევარებს, ერთ სივრცეში განათავსონ გმგ-სთან დაკავშირებული ინფორმაცია, პროექტები და სხვა ღონისძიებები.
-,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ დასახული მიზნების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს დაინტერესებული პირების ჩართულობას.ამ მიზნით პროექტის ,,ახალგაზრდა მკვლევარები -საკანონმდებლო ორგანოსათვის“ფარგლებში შეხვედრების, კონფერენციების უზრუნველყფა, სადაც მათ აზრის დაფიქსირების, საკუთარი განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების გაზიარებისა და წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ
-„განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება უმაღლესი განათლება და კვლევაა.
ამ კონტექსტში პროექტის ამოცანებია:
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესისა და ფიზიკური გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანაში ხელშეწყობა.
-უნივერსიტეტების მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობა ერთიანი ინსტიტუციური მიდგომის გათვალისწინებით
-ერთიანი ინსტიტუციური მიდგომის სტრატეგიის ჩამოყალიბება მდგრადი
განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. უნივერსიტეტებში გმგ სტრატეგიის
განხორციელებაც დიდწილად ერთიანი ინსტიტუციონალური მიდგომის სტრატეგიის
არსებობაზეა დამოკიდებული.პროექტის ,,ახალგაზრდა მკვლევარები-საკანონმდებლო ორგანოსათვის“ ფარგლებში უნივერსიტეტებში მდგრადი განვითარების პრინციპებზე მორგებული ერთიანი ინსტიტუციური მიდგომების სტრატეგის შეიმუშავებაში ხელშეწყობა.
2019 წლის 12 აგვისტო.
"ახალგაზრდა მკვლევარების" იურიდიული კომიტეტის იმიტირებული სხდომის გახსნა (ნაწყვეტი).