ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: მიმდინარე
  • ხანგრძლივობა: უწყვეტი
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • დაწყების თარიღი: აპრილი 2021 წელი
  • პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი:

მოკლე მიმოხილვა

"ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის"
(ცნობიერების ამაღლებაში ხელშეწყობა)

კონცეფცია 1998 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში, როდესაც გაიმართა ,,ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემაზე“, გაეროს გენერალური ასამბლეის ორი სპეციალური სესია (ungass), ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის რეჟიმი აგებული იყო 3 საყრდენზე: მოთხოვნის შემცირება, მიწოდების შემცირება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. Ungass-ზე 1998 წელს მიღებული პოლიტიკური დეკლარაცია მიზნად ისახავდა არა მარტო აღეკვეთა ან მნიშვნელოვნად შეემცირებინა 2008 წლისათვის ნარკოტიკების მოხმარება და მიწოდება, არამედ მოეხდინა რეაგირება ,,კაცობრიობის კეთილდღეობისადმი“ მზარდ საფრთხეებზე, როგორადაც ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ითვლებოდა ნარკოტიკები. 1998 წელს ungass-ში მონაწილე სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ოფიციალურ ლოზუნგს: ,,სამყარო ნარკოტიკების გარეშე: ჩვენ შევძლებთ ამას“. 10 წლის შემდეგ, 2009 წელს გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს ახალი პოლიტიკური დეკლარაცია და ნარკოტიკებთან მიმართებაში დეტალური მოქმედების გეგმა (რითაც პრაქტიკულად განმტკიცდა 1998 წელს მიღებული მიზნები და სამმხრივი მიდგომა), რითაც იგნორირება გაუკეთეს ოთხ ძირითად ცვლილებას, რომლებიც მიღებულ იქნა 1998 წელს ნარკოტიკებთან მიმართებაში მე-3 მსოფლიო კონფერენციაზე. პირველი ცვლილება ეხებოდა სადამსჯელო მიდგომის ჩავარდნას ნარკოტიკების კულტივირების, წარმოების, ხელმისაწვდომობისა და გამოყენებასთან მიმართებაში. მეორე ცვლილება- თვითონ გაერომ აღიარა, რომ რეპრესიებზე დამყარებულ მიდგომას მივყავართ სერიოზულ გაუთვალისწინებელ შედეგებამდე. მესამე ცვლილება- ჯერ კიდევ 1960 წლიდან, როდესაც მიღებულ იქნა ნარკოტიკებთან მიმართებაში გაეროს პირველი კონვენცია, სამყარომ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. უპრეცედენტო გლობალიზაციამ, ურთიერთდამოკიდებულებამ და ახალმა ტექნოლოგიებმა მიგვიყვანეს ახალ გამოწვევებამდე, რომელთა შორისაა ჯანდაცვაში გლობალური კრიზისი, ლტოლვილების რეკორდულინაკადები, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიის პრობლემები, ინტერნეტის გამოყენება კანონიერი მიზნების პარალელურად არაკანონიერი მიზნებისათვის. მიდგომები ფოკუსირებული ცალმხრივად უნარკოტიკო სამყაროს შექმნაზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კავშირშია სხვა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაღრმავებასთან. მე-4 მნიშვნელოვანი ცვლილება - ესაა ათასწლეულის მიზნების მიღება და მისი შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნები. მათ გააღრმავეს აქცენტი გლობალურ პარტნიორობასა და ერთობლივ ძალისხმევაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე განვითარებად ქვეყნებში. მდგრადი განვითარების მიზნებისა და ,,დღის წესრიგი-2030“-ისა და 2016 წლის ungass-ი ნარკოტიკებზე უდიდესი შესაძლებლობაა ყურადღება გამახვილდეს კაცობრიობის ისეთ მნიშვნელოვან განზომილებებზე, როგორიცაა სიღატაკე, ადამიანის უფლებები და ეკოლოგია, ასევე ნარკოპოლიტიკის შესაბამისობა მდგრადი განვითარების პრინციპებთან.

ხედვა იმისათვის, რომ სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა წარიმართოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, საჭიროა სახელმწიფომ გაითვალისწინოს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითადი ელემენტები, დაეყრდნოს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა სამართლიანობა, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირება, პიროვნების ღირსების დაცვა, სოლიდარობა.. მდგრადი განვითარების მიზნები იძლევა საფუძველს მოხდეს ნარკოპოლიტიკის ახლებური, მაშტაბური გააზრება იმგვარად, რომ მოხდეს ყურადღების ფოკუსირება, რომელთა მიმართებაშიც ხდება პირდაპირი ზიანი და არა ნარკოტიკების აბსტრაქტული საფრთხე.

მიზანი მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში არსებულ სახელმწიფო ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში ხელშეწყობა.

ამოცანები

საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა:  
• დამსჯელი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მნიშვნელობაში;
• ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაში;
• „გლობალური პარტნიორობის გაუმჯობესება ნარკოპოლიტიკის რეფორმისათვის“- საკითხში;
• გლობალური ნარკოპოლიტიკის ისეთ ამოცანაში, როგორიცაა სიღატაკის ლიკვიდაცია იმ ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე მეტად ეხება არალეგალური ნარკობაზარი.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - სამუშაო ჯგუფი პარლამენტში



საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში, რომელშიც მონაწილეობდა ბატონი ბესიკ ობოლაძე.