ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციას თან ახლავს სერიოზული სიძნელეები.
ერთის მხრივ სახეზე გვაქვს დემოკრატიული ღირებულებებისადმი დეკლარირებული ერთგულება და მეორეს მხრივ- ამ ღირებულებათა რეალურ ცხოვრებაში დამკვიდრების სირთულეები. აღნიშნული მდგომარეობის მიზეზებში გარკვევას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის. საჭიროა ქართული კულტურის ყველა სფეროსა და შრის გაანალიზება ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე დემოკრატიულ ღირებულებათა პრიზმაში, რაც დემოკრატიულ ღირებულებათა პოპულარიზაციაში და დანერგვაში სერიოზულ ხელშემწყობ ფაქტორად წარმოგვიდგება.
აღნიშნულის აქტუალობა და მნიშვნელობა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ფუნდამენტალურ ეროვნულ ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს განმარტავს ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას.
მიზანი
უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების ქართულ კულტურასთან თავსებადობის დასაბუთება. აღნიშნულის საფუძველზე დემოკრატიულ ღირებულებათა პოპულარიზება - დანერგვაში ხელშეწყობით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების იმ ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას.
• დემოკრატიული ღირებულებების კვალის მოძიება/აღმოჩენა ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროებში (საერო სამართალი, ადათ-წესობრივი სამართალი, ფილოსოფია, ლიტერატურა, კინო, თეატრალური ხელოვნება, ფოლკლორი, პუბლიცისტიკა და პოლემიკა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქრთველო ევროპელ მოაზროვნეთა თვალით, ქართული ემიგრაციის თვალით დანახული საქართველო, ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები., ეთნოგრაფიულ ტრადიციებში და სხვა მასალებში..);
• მოძიებული მასალის ანალიზი (მათ შორის იმ პოლემიკის ანალიზი, რომელიც მე-19 საუკუნის და შემდგომი პერიოდის ქართულ პრესაში იმართებოდა დემოკრატიულ ღირებულებებთან, ჰუმანიზმთან, ლიბერალიზმთან დაკავშირებით.);
• დემოკრატიული ღირებულებების ქართულ კულტურასთან თავსებადობასთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტებისა და კვლევების მიმოხილვა, (საჭირო მიმართულებებზე აუცილებელი კვლევების ჩატარება) და გავრცელება დაინტერესებულ საზოგადოებაში.