ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლოგოტიპი 2010 წელი

ინფორმაცია პროექტზე

  • ხანგრძლივობა: უწყვეტი
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • დაწყების თარიღი: 20 ივნისი 2021 წელი
  • პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი:

მოკლე მიმოხილვა

კონცეფცია და ხედვა

პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოება არის პიროვნების უსაფრთხოების ერთ-ერთი სახე და განისაზღვრება, როგორც პიროვნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობის მდგომარეობა საშინაო და საგარეო საფრთხეებისაგან სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში.
პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც ზოგადად საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება, წარმოადგენს პერმანენტულ პროცესს, რომელიც საჭიროებს სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს, მისი (სამართლებრივი უსაფრთხოება) უზრუნველყოფის გზების მეცნიერულ გააზრებას.
მიზანი

სამართლებრივ სფეროში პიროვნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისადმი, პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოებისადმი საფრთხეების იდენტიფიკაციასა და ნეიტრალიზაციაში სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა;

ამოცანები

პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოება გულისხმობს უსაფრთხოების სხვადასხვა სახეობების (ეკოლოგიური,ეკონომიკური, პოლიტიკური, საინფორმაციო უსაფრთხოება და ა.შ.) სამართლებრივ უზრუნველყოფას, სხვადასხვა სფეროებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას სამართლებრივი რეგულირების საშუალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოებისადმი ისეთი საფრთხეების გამოვლენა, როგორიცაა: • კანონმდებლობის არასრულფასოვნება;
• ხელისუფლების ორგანოებისაგან არსებული კანონმდებლობის არასათანადო შესრულება;
• სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის დონის დაქვეითება;
• სამართლებრივი ნიჰილიზმი; სამართლებრივი კულტურის დაბალი დონე; კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის არქონა;);

მოკლე მიმოხილვა

სამართლებრივ სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებია: კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში, სამართალდამცავი სისტემის რეალური ორიენტაცია ადამიანის ინტერესებზე და მისი დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა ყველა დონეზე, მოქალაქის უფლებების დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, რეალური შესაძლებლობა კვალიფიციურ იურიდიული დახმარების მიღებაზე, წვდომადობა სამართლებრივ ინფორმაციაზე, დაცულობა თანამდებობის პირთა არასამართლებრივი მოქმედებებისაგან.
პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა კანონმდებლობაში არსებული მდგომარეობა. არსებული კანონმდებლობის არასრულყოფილება, სამართლებრივი სივრცის ერთიანობის რღვევა, წინააღმდობრივობა და საკანონმდებლო სისტემის არასტაბილურობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა დაბალი პროფესიული დონე და სამართლებრივი კულტურა წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომლებიც თანამედროვე პირობებში შეიძლება მოგვევლინონ, როგორც საფრთხე პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოებისადმი.
ზოგადად კანონმდებლობის არასრულყოფილება, პრობლემები ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებაში, ქმნის პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს.
სამართლებრივი უსაფრთხოების მექანიზმს ქმნიან შემდეგი ძირითადი ელემენტები:
-სუბიექტები,რომლებიც მოწოდებულია დაიცვას სამართლებრივი სფერო;
-ობიექტები, რომლებიც საჭიროებენ სამართლებრივ დაცვას;
-შესაძლებლობები, პრინციპები, კონცეფციები სამართლებრივ უსაფრთხოებასთან მიმართებაში;
-უსაფრთხოების უზრუნველყოფის იურიდიული საშუალებები;
-სამართლებრივი უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი მექანიზმის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები.
თითოეული ეს ელემენტი თავის როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოება წარმოადგენს რთულ სისტემურ წარმონაქმნს. ერთის მხრივ ის არის პიროვნების უსაფრთხოების ერთ-ერთი სახე, მეორეს მხრივ -პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოება თავის თავში მოიცავს პიროვნების უსაფრთხოების სხვადასხვა სახეობებს, ისეთებს, როგოროცაა სამართლებრივი, ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური უსაფრთხოება.
პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი საშუალებაა, არა მარტო ხარისხიანი კანონშემოქმედება, არამედ მისი ეფექტური გამოყენება.