კონფერენციის მსვლელობისას მოხდა პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის (მუზეუმ „La Pinacotheque" -ს ,ლუქსემბურგის სამხატვრო პრემია" - 2016) მფლობელ
გიორგი (გელა) ჩხატარაშვილის ზოგიერთი ნამუშევრის (ციკლიდან: ,,დასავლეთი-აღმოსავლეთი") დემონსტრირება.
(იხილეთ ვრცლად)
მიმდინარე წლის 25 მაისს, ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: ,,1921 წლის კონსტიტუციით დაცული ღირებულებები". ღონისძიების მოდერატორები: ასოციაციის (უსმა/USMA) თავმჯდომარე ბესიკ ობოლაძე, ასოციაციის პროექტების კოორდინატორი თამარ ახალკაციშვილი. სპიკერები: ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე შოთა დოღონაძე, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი -დიმიტრი გეგენავა და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დემოკრატიული თანამეგობრობის ორგანიზაციაში-თინათინ ობოლაძე. (იხილეთ ვრცლად)
მიმდინარე წლის 5 ივნისს 21 საათზე ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის"(უსმა/ usma) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: ,,უსაფრთხოების ფილოსოფია". ღონისძიების მოდერატორია ასოციაციის თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ობოლაძე, სპიკერები: მამია (მამუკა) სურმავა - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ნინო შუკვანი - პოლიტიკის ფილოსოფოსი.
(იხილეთ ვრცლად)